ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიმდინარე წელს გრიფმინიჭებული (იხ. ბრძანებები N745894 22.06.2023; N731060 20.06.2023) სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესი აქტიურ ფაზაშია.
სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით, ქვემოთ მოცემულ დანართებში წარმოდგენილია გრიფმინიჭებული სახელმღვანელოების ნუსხა; ინფორმაცია შეხვედრების შესახებ, რომლებსაც მართავენ ავტორ-გამომცემლობები; ბმულები, სადაც განთავსებულია გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები:
დანართი - I-II და ზოგიერთ საგანში I-IV კლასების სასკოლო სახელმძღვანელოები (გარდა ჭადრაკისა);
დანართი - XI და ზოგიერთ საგანში X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოები.
გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების შერჩევა წარმოებს 29 ივნისის ჩათვლით.