ჩინეთის სასტიპენდიო საბჭოს მიერ 2025/2026 აკადემიური წლისათვის გამოცხადებულია სასტიპენდიო კონკურსი - "Youth of Excellence Scheme of China Program Chinese Government Scholarship".
პროგრამა განკუთვნილია სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის. ამასთან, აპლიკანტს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 31 მარტამდე.
პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგ ბმულზე: https://campuschina.org/content/details3_790440.html