საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ დაფინანსება და ისწავლონ მოჰამედ ბინ ზაიედის ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტში (Mohamed bin Zayed University of Artificial Intelligence – MBZUAI).
პროგრამა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სასტიპენდიო ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება Zayed Education Foundation (ZEF)-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია განათლების, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობის გზით საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება.
პროგრამის დეტალები:
•საფეხური-საბაკალავრო პროგრამა (Bachelor of Science in Artificial Intelligence);
•მიმართულებები- ბიზნესი (Business) და ინჟინერია (Engineering);
•სწავლების ენა- ინგლისური;
•სასწავლო კომპონენტები- ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება (Machine Learning), მონაცემთა მეცნიერება (Data Science) და მომიჯნავე დისციპლინები.
დაფინანსება
საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია სრულად დაფინანსებული სტიპენდია, რომელიც ფარავს: სწავლის სრულ საფასურს, საცხოვრებელ და ცხოვრების ხარჯებს, ჯანმრთელობის დაზღვევას, სხვა თანმდევ ხარჯებს.
ვადები
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 აპრილი.
ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს: https://mbzuai.ac.ae/