22.07.2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე,
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას ესტუმრა და სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნო.
მინისტრსა და თავმჯდომარეს გიმნაზიაში უმასპინძლა და სასწავლებლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილმა).
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გიმნაზიაში შექმნილია სრულად გამართული სასწავლო გარემო, რომელიც თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიურ მოთხოვნებს შეესაბამება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სასწავლო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.
წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 120-მდე მოსწავლე სწავლობს.
გიმნაზიას აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სივრცეები - ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, სპორტდარბაზი, სააქტო და კინოდარბაზები, ასევე მუსიკისა და ხელსაქმის შემოქმედებითი სახელოსნოები.
გივი მიქანაძემ და ზურაბ პატარიძემ ასევე დაათვალიერეს ყოველთა წმინდანთა ქართველთა სახელობის სამონასტრო კომპლექსი.
გიმნაზიაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას ესტუმრა და სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნო.