“თბილისის მწვანე სკოლა” №134-ე საჯარო სკოლის პრივატიზების შედეგად, რამდენიმე თვის წინ დაარსდა და ავტორიზაციის პროცედურა წარმატებით გაიარა. აღებული ვალდებულებების მიხედვით, ყოველწლიურად სკოლაში მოსწავლეთა უფასო კონტინგეგნტი ისწავლის. ამჟამად სკოლაში 650-მდე მოსწავლი ირიცხება, საიდანაც 350-ზე მეტი განათლებას უსასყიდლოდ იღებს.
“თბილისის მწვანე სკოლა” ინფრასტრუქტურით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სკოლას ორი თანამედროვე ბიბლიოთეკა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ოთახები და ლაბორატორიები აქვს. 1.5 ჰექტრ ფართობზე ულამაზეს ასწლოვან ეზოში განლაგებულია ჩოგბურთის კორტი, ღია სპორტული მოედნები, კალათბურთის დარბაზი, კაფეტერია, სხვადასხვა სასწავლო და სააღმზრდელო დანიშნულების ღია ფანჩატურები და სკვერები.
”თბილისის მწვანე სკოლის” აკადემიური კოლექტივი უმაღლესი რანგის სერტიფიცირებული პედაგოგებითაა დაკომპლექტებული. ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური, ავტონომიური დაცვის და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. შვილების აკადემიური წარმატებებისა და ლოკაციის შესახებ მშობლები ინტერნეტით და ტექსტური შეტყობინებებით მუდმივ რეჟიმში არიან ინფორმირებულნი.
№134-ე სკოლის მაგალითმა აჩვენა, რომ პროექტი, რომელიც საჯარო სკოლაში კერძო ინვესტორის შეყვანას ითვალისიწნებს, წარმატებულია და სამინისტროს მიერ დასახული მიზნები ამ პროექტის ფარგლებში შესრულებულია.
სკოლებში სწავლების ხარისხისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში კერძო ინვესტორის შეყვანის პროექტი შეიმუშავა.
სკოლები, რომლებიც მოსწავლეთა დიდ რაოდენობაზე იყო გათვლილი, მაგრამ მასში მესამედიც არ სწავლობდა, გარკვეული პირობებით კერძო ინვესტორებს გადაეცათ. ერთი მხრივ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ კონკრეტული საჯარო სკოლა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ კერძო სკოლას გადასცეს, მეორე მხრივ, კერძო სკოლა ვალდებულია პროფილი არ შეცვალოს და შენობაში მხოლოდ საგანმანთლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდეს. გარდა ამისა, მუდმივად დარჩება უფასო კონტინგენტი. კერძოდ, ასეთ სკოლებში ყოველწლიურად ისწავლის იმდენივე მოსწავლე, რამდენიც ინვესტორს სკოლაში შესვლისას დახვდა.
თანამედროვე სტანდერტებით აღჭურვილ კერძო სკოლაში უპირატესობა ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებს მიენიჭებათ და იმავე პრივილეგიებით ისარგებლებენ, რომლითაც კერძო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. რაც შეეხება კერძო ინვესტორების მიერ გადახდილ თანხას, არა სახელმწიფო ბიუჯეტში, ახლომდებარე სკოლების ინფრასტუქტურის განვითარებას მოხმარდება.