უკვე მერამდენედ პარლამენტის წევრი ჯონდო ბაღათურია ჩვეული სიცრუით ცდილობს კიდევ ერთხელ შეიყვანოს ქართველი საზოგადოება შეცდომაში. მარტვილის რაიონის საჯარო სკოლა, რომელსაც აქვს მინიჭებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის გელა ჭედიას სახელი, არ არის ლიკვიდირებული და ამ სკოლაში სწავლა ხორციელდება ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე.
რაც შეეხება, ბაღათურიას სხვა განცხადებებს მინდა ავღნიშნო, რომ განსხავებით მისგან და მისი პატრონებისგან, მე როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტს არაერთხელ გამომიხატავს ჩემი დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთმა ყველაზე სასტიკი მეთოდებით განახორციელა სამხედრო ინტერვენცია საქართველოს წინააღმდეგ და მოახდინა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ს ოკუპაცია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჯონდო ბაღათურიას და მის მსგავს მოღვაწეებს, შეწყვიტონ სპეკულირება ბავშვების, მასწავლებლების და სკოლების საკითხებზე.