12.07.2011
გუშინ, 10 ივლისს, მთელი
საქართველოს მასშტაბით დასრულდა გამოცდები ზოგად უნარებში. ორი დღის
განმავლობაში ტესტირება 35 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. გამოცდებმა
მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. დღეს 11 ივლისს კი საგამოცდო
ცენტრებში პედაგოგებს ელიან, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში
შემდეგ საგნებზე იმუშავებენ: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია
და ქიმია. საგამოცდო პროცესში დღეს ის აბიტურიენტებიც ჩაერთვებიან,
რომლებსაც გეოგრაფიის ჩაბარება უწევთ.