11.07.2012
2012 წლის 12 ივლისიდან საქართველოს ბანკის ყველა ფილიალში პროექტში ”შუმმერ ჟობ” მონაწილეთათვის პლასტიკური ბარათების გაცემა იწყება. კონკრეტული მონაწილე ბარათს იმ ფილიალში აიღებს, რომელიც რეგისტრაციისას მიუთითა.
პროგრამის მონაწილეებს პლასტიკურ ბარათებთან ერთად სახსოვრად გადაეცემათ ქუდები და სამაჯურები „შუმმერ ჟობ”-ის ლოგოთი. ამასთანავე მონაწილე სტუდენტები მიიღებენ საინფორმაციო ბარათებს, ფოტოკონკურსის დაწყების შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ბანკს შორის დადებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ბანკმა პროგრამის მონაწილე სტუდენტებისათვის სპეციალური დიზაინის პლასტიკური ბარათები დაამზადა.
სტუდენტებს პლასტიკური ბარათები უსასყიდლოდ გადაეცემათ, ბარათებზე ანაზღაურება 500 ლარი საზაფხულო სამუშაოს დასრულების შემდეგ დაირიცხება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის ყველა მონაწილეს სთავაზობს ფოტოკონკურსს „ჩემი პირველი შუმმერ ჟობ”. კონკურსში მონაწილეობისათვის სტუდენტი ჩართული უნდა იყოს საზაფხულო დასაქმების პროგრამაში, უნდა გადაიღოს ფოტო სამუშაოს შესრულების პერიოდში და 20 ივლისიდან გამოაგზავნოს მეილზე სუმმერჯობს@მეს.გოვ.გე. ფოტოკონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია სამინისტროს ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე www.facebook/mes.gov.ge. კონკურსში მონაწილე ფოტოს ავტორი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ “Like”-ს, შემეცნებითი ტურით ინგლისში გაემგზავრება.