საერთო სამაგისტრო გამოცდა 12 ივლისს გამოცდების პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთვებიან. ისინი გამოიცდებიან ანალიტიკურ წერასა და წაკითხულის გააზრებაში. ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში კი გამოცდა 13 ივლისს ჩატარდება. 2012 წელს სამაგისტრო გამოცდებზე 8 ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ მომავალი მაგისტრებისათვის მხოლოდ 100%-იანი სახელმწიფო გრანტია გათვალისწინებული, რომელიც 2250 ლარს შეადგენს.