ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგანი, საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები შედის. მასწავლებლის სახლში უკვე დაწყებულია ინტენსიური ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა სკოლის მასწავლებელი მომზადდება.
ახალი საგანი ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის საფუძვლებს აერთიანებს და მოსწავლეებს თითოეული მათგანის შესასწავლად ამზადებს. 2012 წლიდან ის ყველა სკოლის მე-7 კლასში დაინერგეაბა, რის შემდეგაც მოსწავლეები თითოეულ საგანს ცალ-ცალკე სრულფასოვნად შეისწავლიან.
ტრენინგებზე პედაგოგები ინტეგრირებული სახელმძღვანელოს მიხედვით სწავლების მეთოდებს გადიან, რაშიც მათ თავად წიგნების ავტორები ეხმარებიან. თითოეულ მასწავლებელს სახელმძღვანელოს მიხედვით ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის საფუძვლების სწავლებასა და მათ კომბინირებაში ამზადებენ. ტრენინგები სამ დღიანია და მას როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების პედაგოგები გაივლიან.