ივ.ჯავახიშვილის სახელობის რუსთავის №24 ქართული გიმნაზიის VII კლასის მოსწავლე მარიამ ბიჭოშვილი რევაზ ლაღიძის „საჭიდაოს“ საუკეთესო შესრულებისთვის გრანპრის მფლობელი გახდა. იგი 2012 წლის ივლისში ბელორუსიაში გამართულ საბავშვო საერთაშორისო კონკურსში „Славянский базар, Витебск 2012“ მონაწილეობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ მარიამ ბიჭოშვილი პორტატული კომპიუტერით ხოლო, ქალაქ რუსთავის მერმა ზაქრო დარჩიაშვილმა მუსიკალური ცენტრით დაასაჩუქრეს.
მარიამი მრავალშვილიან ოჯახში იზრდება, არის წარჩინებული მოსწავლე, მონაწილეობს მათემატიკურ კონკურსებსა და ლიტერატურულ ღონისძიებებში. მარიამი ასევე დაჯილდოებულია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით, 2008 წელს მან სიმღერის კონკურსში „მელოდია 2008“ პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგი მისი წარმატება 2009 წლის საბავშვო მუსიკალურ პროექტ „ანა-ბანას“ მე-5 სეზონის ფინალისტობა იყო. 2010 წელს საბავშვო ფესტივალში „მხიარული ნოტები“ პირველ ადგილი დაიკავა. 2011 წელს გამართულ ევროპული ცეკვების კონკურსზე მან ასევე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ირინე ქურდაძის განცხადებით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ყველა ნიჭიერი მოსწავლის წახალისება, აქედან გამომდინარე, ასეთი მოსწავლეები არც მომავალში დარჩებიან სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გარეშე.