თბილისის 43-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძე იმ მიკროავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც დუშეთის რაიონის სოფელ ხახმატთან ხრამში გადავარდა. ამ მიკროავტობუსით თბილისის 43-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები და მათი სამი მასწავლებელი შატილში ექსკურსიიდან შინ ბრუნდებოდნენ. საბედნიეროდ, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შოთა ნიჟარაძემ და გია მამულაშვილმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს, ყველა დაშავებულს და მათ შორის ქალბატონ ნინოს მალე გამოჯამრთელება უსურვეს.