15.08.2012
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
მინისტრმა ხატია დეკანოიძემ სოციალური პროგრამის ფარგლებში
სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების თაობაზე ბრიფინგი
გამართა.
პროექტი 2005 წლიდან
ხორციელდება და ყოველწლიურად იზრდება
იმ კატოგორიათა ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი სტუდენტები ფინანსდებიან.
2012-2013 სასწავლო წელს დაფინანსებაზე 1
118 208 (ერთი მილიონ ას თვრამეტი ათას
ორას რვა) ლარია გამოყოფილი.
წელს პირველად სრულად
დაფინანსდებიან: სტუდენტები,
რომლებიც იმყოფებიან
სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში
და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდებიან:
I.
სოციალური
პროგრამის
ფარგლებში
დაფინანსება
შეიძლება მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც 2012 წლის ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
შედეგად
ჩაირიცხა
აკრედიტებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე და განეკუთვნება ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
- სტუდენტები,
რომლებიც
ბოლო
ორი
წლის
განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008
წლის
7 აგვისტომდე ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმეტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:
ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში;
ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთას, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში;
გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში.
- სტუდენტები,
რომლებიც
არიან
საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
- სტუდენტები, რომლებიც არიან
ობოლნი (უდედმამო);
- სტუდენტები,
რომლებიც
არიან
მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირები.
II.
სოციალური
პროგრამის
ფარგლებში
დაფინანსება
შეიძლება მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა შემდეგი მიმართულებებისა
ან დარგების/სპეციალობებისა: ა)
სამართალი; ბ) ჯანდაცვა; გ)
ბიზნესის ადმინისტრირება, გარდა ტურიზმისა; დ) მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა; ე) საერთაშორისო ურთიერთობები; ვ) საჯარო მმართველობა და განეკუთვნება ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
- სტუდენტები,
რომლებიც
ბოლო
სამი
წლის
განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:
- მესტიის
მუნიციპალიტეტში;
- ლენტეხის
მუნიციპალიტეტში;
- ონის
მუნიციპალიტეტში;
- ქედის
მუნიციპალიტეტში;
- ხულოს
მუნიციპალიტეტში;
- შუახევის
მუნიციპალიტეტში;
- ყაზბეგის
მუნიციპალიტეტში;
- დუშეთის
მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთას, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში);
- ადიგენის
მუნიციპალიტეტში;
- ახალქალაქის
მუნიციპალიტეტში;
- ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტში;
- წალკის
მუნიციპალიტეტში;
- დმანისის
მუნიციპალიტეტში;
- ახმეტის
მუნიციპალიტეტში (პანკისის ხეობისა და ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში);
- ასპინძის
მუნიციპალიტეტში.
- სტუდენტები, რომლებიც ბოლო
სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა
სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
- სტუდენტები,
რომლებიც
ბოლო
სამი
წლის
განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- სტუდენტები,
რომლებიც
ბოლო
სამი
წლის
განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- სტუდენტები,
რომლებიც
არიან
კომუნისტური
რეჟიმის
დროს
საქართველოდან
დეპორტირებული
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები;
- სტუდენტები,
რომლებიც
არიან
მრავალშვილიანი
ოჯახის
(ოთხი
და
მეტი
შვილით)
წევრები;
- სტუდენტები,
რომელთა
ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე;
თუ პროგრამით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, იგი გადაეცემათ:
- საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებს, რომლებიც ჩარიცხულები არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს სრული გრანტი ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, 2011-2012,
2010-2011, 2009-2010, 2008-2009, 2007-2008 სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში;
- ასევე წელს პირველად თანხა გადაეცემათ:
მკვეთრად და მნიშვნელოვნად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ჩარიცხული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების
შედეგად და ვერ მოიპოვეს სრული გრანტი ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, 2011-2012, 2010-2011, 2009-2010,
2008-2009, 2007-2008, სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში.
დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2012 წლის 8 ოქტომბრის
ჩათვლით.