განათლების სისტემის განვითარების მიზნით გასახორციელებელი პროექტებისთვის, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა – საქართველო“ დაინტერესებულ პირთათვის წინასატენდერო საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ (MCC) ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დონის შემცირების ხელშეწყობისთვის, საქართველო MCC-ის მეორე ხუთწლიანი კომპაქტის უფლებამოსილ ქვეყნად შეარჩია.
წინასწარი მოლაპარაკებების პერიოდში საქართველოს მთავრობამ მთავარ პრიორიტეტად ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკურ სექტორებში კვალიფიციური ტექნიკური სპეციალისტებისა და პროფესიონალების დეფიციტის აღმოფხვრა მიიჩნია. პროექტის ფარგლებში, სწორედ ამ მიმართულერბით გაიხარჯება განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობისათვის განსაზღვრული 140 მილიონი დოლარი.
კომპაქტის რატიფიცირებამდე განსახორციელებელი წინასწარი სამუშაოების ფარგლებში, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ საერთაშორისო ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე შემდეგი მიმართულებებით გამოაცხადა:
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ალუდა გოგლიჩიძე, ქეთევან ნატრიაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკ-ნიკოლასი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზურაბაშვილი იღებდნენ.
მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლები, პროექტის ძირითადი განმახორციელებლები, კერძო და სახელმწიფო სექტორების წარმომადგენლები.