06.11.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებენ კონკურსს
„ქართული კალიგრაფია“
1. კონკურსის მიზანი:
ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის - პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
2. მონაწილეები:
კონკურსი ტარდება შემდეგ საკონკურსო ჯგუფებში:
1. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII – IX კლასის მოსწავლეები;
2. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეები;
3. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
4. სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები;
5. საზღვარგარეთ მცხოვრები დაინტერესებული პირები.
3. კონკურსის ჩატარების ფორმატი
კონკურსი ტარდება საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 3 ტურს.
კონკურსის I ეტაპი - შესარჩევი ტური. შესარჩევ ტურში კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ლამაზად ნაწერი მხედრული ანბანით შესრულებული ნებისმიერი მისთვის სასურველი ტექსტი 100-150 სიტყვის ოდენობით (საწერი მასალა და საშუალებები შეზღუდული არ არის);
- ორიგინალი (ასლი ან ელექტრონული ვერსია არ მიიღება);
-
- ნაწერს უნდა ერთვოდეს შემდეგი საკონკურსო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, პირადი ტელეფონის ნომერი, მისამართი; სკოლის მოსწავლეებისათვის დამატებით: სკოლა, სკოლის ტელეფონის ნომერი, კლასი. სტუდენტებისათვის დამატებით: უნივერსიტეტი, სპეციალობა, კურსი.
კონკურის II ეტაპი - ნახევარფინალური ტური
ჩატარდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. კონკურსანტებს ადგილზე მიეცემათ საკონკურსო ჯგუფების შესაბამისი დავალებები: 1. ხელნაწერის გვერდის ასლის გაკეთება; 2. ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა.
კონკურის III ეტაპი - დასკვნითი ტური
ჩატარდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. კონკურსანტებს ადგილზე მიეცემათ საკონკურსო ჯგუფების შესაბამისი დავალებები: 1. ხელნაწერის გვერდის ასლის გაკეთება; 2. ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა.
ყოველი ტურის შედეგები გამოქვეყნდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
II და III ტური ითვალისწინებს კონკურსანტებისთვის შემეცნებითი საუბრების ჩატარებას ქართული კალიგრაფიის ისტორიაზე, ტრადიციულ საწერ საშუალებებზე და სხვა.
შენიშვნა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი რაიონებიდან თბილისში მონაწილეთა მგზავრობას არ უზრუნველყოფს.
4. საკონკურსო ნიმუშის წარდგენის პროცედურა
საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის:
კონკურსის შესარჩევ ტურში მონაწილეობის მსურველი მოსწავლე (მასწავლებელი) ხელნაწერ ნიმუშს წარადგენს სკოლაში, თითოეული სკოლა - შესაბამის რესურსცენტრში, ხოლო რესურსცენტრები უზუნველყოფენ წარმოდგენილი საკონკურსო ნიმუშების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გადაცემას. სამინისტროდან საკონკურსო ნიმუშები გაიგზავნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის:
კონკურსის შესარჩევ ტურში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა და სხვა ზრდასრულმა დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო ნიმუში უნდა წარმოადგინონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში.
საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები კონკურსანტებისათვის:
- კონკურსში ჩართულობის კოორდინირებას უზრუნველყოფს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
- საზღვარგარეთ მცხოვრებმა კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული ხელნაწერის სკანირებული ასლი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საკონტაქტო პირის ელექტრონულ მისამართზე ან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე exb.edu@manuscript.ac.ge
5. გამარჯვებულების გამოვლენა
- მონაწილეთა ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფს კვალიფიციური ჟიური; ჟიურის შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტით;
- კონკურსის ბოლოს I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან 5 საკონკურსო ჯგუფში. გარდა ამისა, დასახელდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. ნომინაციებს დაადგენს ჟიური არსებული საკონკურსო მასალიდან გამომდინარე;ჯილდოებს აწესებენ;
- კონკურსის ორგანიზატორები და სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციები;
- კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნიმუშები გამოიფინება და შემდეგში შეინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში;
6. დაჯილდოვებადაჯილდოვდებიან I, II და III ადგილებზე გასული და სპეციალურ ნომინაციებში გამარჯვებული კონკურსანტები საკონკურსო ჯგუფების მიხედვით.
2013 წლის კონკურსის ჩატარების ვადები
- კონკურსის გამოცხადების თარიღი - 2013 წლის 6 ნოემბერისკოლების მიერ კონკურსში მონაწილეთა ხელნაწერების წარდგენა რესურსცენტრებში - არაუგვიანეს 2013 წლის 22 ნოემბრისა;
- რესურსცენტრის მიერ საკონკურსო მასალების სამინისტროსთვის მიწოდება - არაუგვიანეს 2013 წლის 22 ნოემბრისა; სამინისტროდან ნიმუშების ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაგზავნა არაუგვიანეს 2013 წლის 25 ნოემბრისა;
- სტუდენტთა და სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირთა, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ კონკურსანტთა მიერ საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში - არაუგვიანეს 2013 წლის 22 ნოემბრისა;
- შესარჩევ ტურში გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა და ინფორმირება - არაუგვიანეს 2013 წლის 1 დეკემბრისა;
- II ტური - 2013 წლის 7-8 დეკემბერი (ტურის წინ ჩატარდება შემეცნებითი საუბარი);
- II ტურის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 2013 წლის 15 დეკემბრისა;
- III ტური - 2013 წლის 21-22 დეკემბერი (ტურის წინ ჩატარდება შემეცნებითი საუბარი);
- III ტურის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 2013 წლის 29 დეკემბრისა;
- გამარჯვებულთა დაჯილდოვება და გამოფენის გახსნა - 2013 წლის 25 იანვარი;
საკონტაქტო ინფორმაცია
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მისამართი: მ. ალექსიძის 1/3
www.manuscript.ge
პროგრამის კოორდინატორი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი
ტელ.: (322) 2 47 42 42 (შიდა ნომერი 106)
ელ.ფოსტა: exb.edu@manuscript.ac.ge
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ჟღენტი
ელ.ფოსტა: nzhgenti@manuscript.ac.ge
ტელ.: 599679846