„გერმანული ენისა და ავსტრიათმცოდნეობის“ საზაფხულო კურსი.
24.04.2014
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4-29 აგვისტოს ვენის დიპლომატიურ აკადემიაში დაგეგმილია "გერმანული ენისა და ავსტრიათმცოდნეობის" საზაფხულო კურსი. პროგრამა მოიცავს 4 კვირიან გერმანული ენის სასწავლო კურსს, რომელიც ასევე შედგება სხვადასვა ტიპის სემინარებისგან (ავსტრიის პოლიტიკა, ისტორია, კულტურა) და კულტურული ღონისძიებებისგან. სურვილის შემთხვევაში მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული "ავსტრიული ენის დიპლომის " გამოცდაში მონაწილეობა. ვენაში საზაფხულო კურსის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დანართში.