10.05.2014
ევროპის კვირეულის ფარგლებში კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარმა სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა საქართველოში ოლივერ რაისნერმა დააჯილდოვეს.
ევროპის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებისთვის ორი კონკურსი გამოაცხადა:
1. ნახატების კონკურსი საჯარო და კერძო სკოლების I-IX კლასის მოსწავლეებისთვის (ორ ასაკობრივ ჯგუფში I-VI,
VII-IX კლასები) თემაზე ”გზა ევროპისკენ”.
2. ფოტოკონკურსი საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებისთვის თემაზე ”საქართველო ევროპული ქვეყანა”.
საკონკურსო კომისიამ ნახატების კონკურსში 6 საპრიზო ადგილი გამოავლინა. ასევე, შეირჩა 17 ნამუშევარი, რომელთა ავტორებსაც წამახალისებელი სიგელები გადაეცათ. I,
II, III საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდნენ. შესაბამისად, გადაეცათ: 250,
150 და 100 ლარიანი საჩუქარი.