საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა თელავის მესამე საჯარო სკოლას თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსები გადასცა. დღეს, სკოლაში უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა ვირტუალური მოდელებისა (ქართული, ბუნება, მათემატიკა, ფიზიკა) და რეალურ-ვირტუალური ცდების დემონსტრირება გამართეს, ასევე წარმოადგინეს დისტანციური სწავლების საშუალებების პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დაესწრნენ.
თამარ სანიკიძის განცხადებით, ელექტრონული სასწავლო რესურსებისა და დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვა, განსაკუთრებით რეგიონების სკოლებში, ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი პროგრამები საშუალებას მისცემს მოსწავლეებს საქართველოს ტექნუკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დისტაციურად, თავიანთი სკოლიდან იმუშაონ, ჩაატარონ რეალური დისტანციური სამუშაოები.
პროგრამა, რომელიც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თელავის მესამე საჯარო სკოლას გადასცა მოიცავს:
რეალურ ლაბორატორიულ სამუშაოებს თან ახლავს შესაბამისი თეორიის აღწერა და ჩატარების მეთოდური მითითებები, რაც ასევე გადაეცა სკოლას.
ღონისძიების ფარგლებში, თამარ სანიკიძე თელავის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა 2013-2014 სასწავლო წელი შეაჯამა, სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა პედაგოგების შეკითხვებსაც უპასუხა და მათგან რეკომენდაციები მოისმინა.