საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილს - გასაუბრებას იწყებს.
იმ კანდიდატებისათვის, რომელთაც:
ა) 2014 წელს დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის პირველი ნაწილი - ტესტირება გაიარეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე და წარმატებით გადალახეს ტესტირება, გასაუბრება ჩატარდება 2014 წლის 18 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპულიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის: ქალაქი ბათუმი, ლ. გუდიაშვილის №4). დანართის სახით იხილეთ გასაუბრების გრაფიკი.
ბ) 2014 წელს დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის პირველი ნაწილი - ტესტირება გაიარეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (გარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკა) წარმატებით გადალახეს ტესტირება, გასაუბრება ჩატარდება 2014 წლის 17 ივნისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52). დანართის სახით იხილეთ გასაუბრების გრაფიკი.