გაერთიანებული ერების „ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის“ (YPP) ფარგლებში ცხადდება კონკურსი, რომელში მონაწილეობის უფლება 2014 წელს საქართველოს მოქალაქეებსაც მიეცათ.
აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია გაერთიანებული ერების იმ წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც გაეროს სამდივნოში არსებულ გეოგრაფიულ პოზიციებზე რიცხობრივი თვალსაზრისით არასათანადოდ არიან წარმოჩენილნი.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გამოცდის დღეს იქნება 32 წლის ან უფრო ახლაგაზრდა (დაბადებული 1982 წ. 1 იანვარი ან შემდგომ) და ფლობს უმაღლეს განათლებას (სავალდებულოა ბაკალავრის დიპლომი) იმ სპეციალობის შესაბამის სფეროში, რომელზეც შეაქვს განაცხადი. ამასთანავე, აპლიკანტი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას. (იხ. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით გაეროს სამდივნოს მიერ მომზადებული პრეზენტაცია).
ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის (YPP) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შეტანა დაიწყო 2014 წლის 14 ივნისს და გასტანს 2014 წლის 27 აგვისტომდე.
გაეცანით კონკურსის პირობებს.
სპეციალობების მიხედვით განაცხადების მიღება მოხდება სამ ფაზად:
გამარჯვებული კონკურსანტების მონაცემები განთავსდება გაეროს სპეციალურ მონაცემთა ბაზაში და ისინი მიიღებენ გაეროს სისტემაში დასაქმების წინადადებას.