2014 წლის, 20 ივნისს დასრულდა პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი.
საჯარო და კერძო სკოლებში სულ რეგისტრირებულია 45 421 მოსწავლე.
23 ივნისიდან რეგისტრაციის შესაბამის სკოლებში დაიწყო მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება. დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 4 ივლისი.
განათლების და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პირველ კლასში დარეგისტრირებული მოსწავლეების მშობლებს უზრუნველყონ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა 4 ივლისამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმებული იქნება.