საჯარო სკოლის დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს, დღეს 22:00 საათამდე ექნებათ შესაძლებლობა კონკურსში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge
გაცნობებთ, რომ დღეს 22:00 საათის შემდეგ გამოქვეყნებდა მონაცემები თითოეული საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა რაოდენობის შესახებ, ხოლო დირექტორობის მსურველს 20 აგვისტოს 24:00 საათამდე ექნება უფლება შეცვალოს მის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების დასახელება.
შეგახსნებთ, რომ ელექტრონული რეგისტრაციისათვის სავალდებულო დოკუმენტებია - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ფოტოსურათი; სამოტივაციო წერილი. დირექტორობის მსურველს უფლება აქვს ელექტრონული რეგისტრაციის დროს აირჩიოს მისთვის სასურველი არაუმტეს სამი საჯარო სკოლა.