პროექტის პრეზენტაციას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი კათერი კლემენტი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
პროექტი ხორციელდება 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (Millennium Challenge Corporation - MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი მეორე კომპაქტის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. მეორე კომპაქტის მთლიანი ბიუჯეტია 140 მილიონი აშშ დოლარი
საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია 16 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა კომპაქტიდან, შემდეგი აქტივობების განსახორციელებლად:
(ა) გრანტების გაცემა პროფესიული განათლების კერძო და საჯარო პროვაიდერებისთვის, რომლის ფარგლებში დაფინანსდება:
(ბ) ტექნიკური და საექსპერტო დახმარების გაწევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში;
(გ) პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და ინდუსტრიას შორის არსებული წარმატებული მაგალითების მოძიება და გავრცელება.
აღნიშნული საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებას განახორციელებს ათასწლეულის გმოწვევის ფონდი - საქართველოს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული ფირმა PEM Consult - ი. სატენდერო წინადადება მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან (MCC) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.