პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა კახეთის რეგიონში სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციას ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მხარის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ესწრებოდა.
განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შემუშავდა ახალი სტრატეგია, სადაც აქცენტი გაკეთებულია განათლების ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და ინსტიტუციური განვითარებისა და დაფინანსების ზრდაზე. შემუშავდა სოციალურად ორიენტირებული პროგრამები. მიმდინარეობს სასწავლო გეგმის რევიზია და განვითარება, მუშავდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა. მხოლოდ კახეთის რეგიონში საგნობრივი ტრენინგი 2013 წელს 2493 მასწავლებელმა, ხოლო 2014 წელს 1062 მასწავლებელმა გაიარა. ინტერნეტითა და კომპიუტერით უზრუნველყოფილია ყველა საჯარო სკოლა, ბუკები გადაეცათ პირველკლასელებსა და კომპიუტერები პირველკლასელთა დამრიგებლებს. უშუალოდ კახეთის რეგიონში ბიბლიოთეკების პროგრამის ფარგლებში - აღიჭურვა 12 საჯარო სკოლა, უსაფრთხო და ჯანსაღის კოლის კონცეფციის ფარგლებში დაინერგა შემდეგი სერვისები:
ზოგადი განათლება ხელმისაწვდომია ყველასათვის. კახეთის რეგიონში საჯარო სკოლების 44014 მოსწავლე და კერძო სკოლების 143 მოსწავლე სარგებლობს უფასო სახელმძღვანელოებით, 90 სკოლის 4 532 მოსწავლეს ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი. ინკლუზიურ განათლებაში ჩართულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 353 მოსწავლე და 50 სპეციალური მასწავლებელი.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ბოლო ორი წლის განმავლობაში რეაბილიტირდა 99 საჯარო სკოლა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯი ,,აისი“ - თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელოსნოების მოწყობა და ხელოვნების სასახლის მშენებლობა და ლამბალოს საჯარო სკოლის მშენებლობა (პროექტის ღირებულება - 4,300, 000 ლარი). ასევე დაგეგმილია 3 პროფესიული სასწავლებლის -კაჭრეთის 2 ფილიალი (ალვანი და დედოფლისწყარო) და თელავი რეაბილიტაცია.
მოსწავლეთა წახალისებისა და მოტივაციის მიზნით სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა - 4 საჯარო სკოლა ( 4449,6 ლარი). ბოლო ორი წლის განმავლობაში კახეთის რეგიონის 251 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა ოქროს, ხოლო 200 მოსწავლეს - ვერცხლის მედალი. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა 25 სამოქალაქო კლუბი.
ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში კახეთის რეგიონიდან გადამზადდა 75 საჯარო მოხელე. სკოლის მიზანია სახელმწიფო ენის სწავლება საჯარო სექტორში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის.