საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დედაქალაქის მერიაში მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
მემორანდუმის მიზანია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე, ურთიერთთანამშრომლობის გზით, გარემოს დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაციისათვის გამწვანებითი ღონისძიებების ჩატარება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და მოსწავლეთა შორის ეკოლოგიური საკითხების პოპულარიზაცია.
მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მერია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლებენ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად.