საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრას ასვე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი ნუკრი ქანთარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მასწავლებელტა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი.
შეხვედრაზე ლია გიგაურმა მოკლედ ისაუბრა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და ძირითადი დრო იმ თემებს დაუთმო, რასთან დაკავშირებითაც მასწავლებლებს შეკითხვები გააჩნდათ. ყველაზე მეტი შეკითხვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით დაისვა, რაზეც მინისტრის მოადგილემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები გასცეს.