გლდანის პროფესიული კოლეჯის პედაგოგებმა და დარგის სპეციალისტებმა, სატრანსპორტო მიმართულების პროფესიული სტუდენტებისთვის ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სახელმძღვანელო „ავტომობილის ტექნიკური სისტემის კომპიუტერული მართვა და დიაგნოსტიკა“ შექმნეს.
სახელმძღვანელომ სასწავლო ლიტერატურის დარგობრივ კომისიაზე სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სახელმძღვანელოს საფუძვლად კოლეჯში სტუდენტებისათვის წაკითხული ლექციათა ციკლი დაედო. ავტორების თქმით, წიგნი სტუდენტებთან ცოცხალი ურთიერთობის საფუძველზეა შექმნილი, გათვალისწინებულია ფიზიკის, ქიმიისა და ელექტრობის ფუნდამენტალური საკითხების მათ მიერ აღქმის უნარი, ასევე, ინტერესი თანამედროვე ავტომობილების ელექტრომოწყობილობის მიმართ.
აღნიშნული სახელმძღვანელო გლდანის პროფესიული კოლეჯის მიერ გამოცემულ წიგნებიდან რიგით მესამეა. მომავალში დაგეგმილია აღნიშნული სერიის ახალი სახელმძღვანელოების შექმნა, რომელიც განკუთვნილი იქნება ტრანსპორტის სპეციალობების უმაღლესი და პროფესიული სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ასევე, ავტოტრანსპორტის დარგის მუშაკთა და საკითხით დაინტერესებული ავტომოყვარულებისათვის.