ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით ხორციელდება ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (Filière Francophone en Informatique), ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 100-მდე კურსდამთავრებულმა მიიღო თსუ-სა და უნივერსიტეტის „პარიზი 8“ ორმაგი დიპლომი და ამ ეტაპზე, ყველა მათგანი დასაქმებულია. მომავალში უნივერსიტეტი გეგმავს გააფართოოს თანამშრომლობა ფრანგ პარტნიორებთან სწავლის ხარისხის ამაღლებისა და სხვა პროგრამების დანერგვის მიმართულებით.
მიმდინარე წლის კურსდამთავრებულებს დიპლომები თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და უნივერსიტეტის „პარიზი 8“ წარმომადგენლებმა გადასცეს.