2017-2018 სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ერთი სემესტრი გაატარონ ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (ავსტრია) და სწავლის დასრულების შემდეგ მიიღონ დიპლომი და კვალიფიკაცია ორივე უნივერსიტეტისგან.
ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი ერთ-ერთი წარმატებული ავსტრიული სასწავლებელია, რომელსაც თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდების სწორი შერწყმის შედეგად კურსდამთავრებულთა დასაქმების 99 %-იანი მაჩვენებელი აქვს. ილიაუნის MBA პროგრამის პარტნიორი საერთაშორისო ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა ინტერკულტურული პერსპექტივითა და განსაკუთრებული ფოკუსით კვლევებსა და ინოვაციებზე.