სკოლა, სადაც ამ ეტაპზე 86 მოსწავლე სწავლობს, სამ სოფელს ემსახურება, მათ შორის ორი მთის სოფლის სტატუსის მქონეა, არსებობს რეალური მოლოდინი სამივე სოფლიდან წასული ოჯახების უკან დაბრუნების და მოსახლეობის გაზრდის, რაც მომავალში სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაზეც აისახება. ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტების სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, აქვს ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი, ღია სპორტული მოედანი. სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება სასკოლო ტრანსპორტიც.
მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.