გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, სრულად რეაბილიტირდა მორიგი საჯარო სკოლა. სკოლაში, სადაც 90-იანი წლების შემდეგ სრულიად იყო მოშლილი ინფრასტრუქტურა და თაობებს მძიმე პირობებში, უშუქოდ და გათბობის გარეშე უწევდათ სწავლა, დღეს ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეებმა თავი იგრძნონ კომფორტულად და მაქსიმალურად ორიენტირდნენ ცოდნის მიიღებაზე. აღსანიშნავია, რომ სკოლის რეაბილიტაციის შემდეგ ოჯახები დაუბრუნდნენ სოფელს და მოსწავლეთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.