04.09.2017
მოსწავლეთა მუსიკალური საზაფხულო ბანაკი საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს ბოლო, მე-7 ბანაკი ამოქმედდა ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.
ბათუმის საზაფხულო ბანაკი დაკომპლექტებულია მუსიკით დაინტერესებული მოსწავლეებით, ერთკვირიანი პროგრამა მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს იმოგზაურონ მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში, მოისმინონ ცნობილი მუსიკოსების მასტერკლასები, მონაწილეობა მიიღონ მუსიკალურ ფესტივალსა და კონკურსში. ბათუმის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ მომავლის მუსიკოსების აღმოჩენა და ხელშეწყობაა თავიანთი ნიჭის წარმოსაჩენად.
მუსიკალური პროგრამის გარდა,
ბანაკის მონაწილეებს აქვთ გასვლითი ექსკურსიები ბათუმის აკვარიუმში, დელფინარიუმსა და
ბოტანიკურ ბაღში. პროგრამაში მონაწილეობას 300 ბენეფიციარი იღებს.
პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან და
ბათუმის მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთა ჯგუფთან ერთად
ახორციელებს.