სრულად რეაბილიტირდა და აღიჭურვა გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე ქარელის რაიონის სოფელ ატოცის საჯარო სკოლა, რომელიც 90 მოსწავლეზეა გათვლილი.
დროებით გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჯარო სკოლები სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. არაერთი პროექტი, მათ შორის სოციალური პროგრამები, ხორციელდება ამ სოფლების მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.