ახალი სასწავლო წლიდან განახლებულ სასწავლო გარემოში გააგრძელებს სწავლას დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის 930 მოსწავლე. სკოლაში განახლდა ინფრასტრუქტურა. ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააქტო დარბაზი, კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მცირე დარბაზი შეხვედრებისათვის. გარდა ამისა, რეაბილიტირდა სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და 38 საკლასო ოთახი.