სკოლა სრულიად ახალი ტექნოლოგიებით არის აშენებული და ამით, საქართველოს სოფლებში ახალი ტექნოლოგიებით მცირეკონტიგენტიანი სკოლების მშენებლობის პროცესი დაიწყო. ასეთი ტიპის სკოლების მშენებლობისთვის დაახლოებით 3-დან 5 თვემდეა საჭირო. ჯამში 13 მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აშენდება. ეს არის ენერგოეფექტური, ადაპტირებული სკოლები და გათვლილია 20-25 მოსწავლეზე.