სტუდენტთა ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო
25.10.2017
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო და 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.
137 მობინადრეზე გათვლილი სამსართულიანი შენობა აღიჭურვება ყველა კომუნიკაციითა და ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობებით.
შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.