საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმატებული გერმანული მოდელის პილოტირებას განახორციელებს, რომლის მიხედვითაც კერძო სექტორს, პროფესიულ სასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის კოორდინატორის როლს სავაჭრო პალატები ასრულებენ.
საბჭოში ამ ეტაპზე გაერთიანებულია 36 მსხვილი ბიზნეს-ასოციაცია. მათ შორის არიან ისეთი დარგის ბიზნეს-გაერთიანებებიც, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან პროფესიული კადრების დეფიციტს.