საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოსული წერილის (№01/2613) თანახმად, ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო, ლატვიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორხმრივი შეთანხმების საფუძველზე, 2018/19 აკადემიური წლებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას უმაღლესი განათლების სამი საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებისთვის ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 500 ევროს, დოქტორანტებისთვის - 670 ევროს, ხოლო მკლევარებისთვის -300 ევროს (+30 ევრო ყოველდღიურად). აპლიკაციის შეტანა შესაძლებელია მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით http://www.viaa.gov.lv/scholarships.
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე გამოაცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე რომელიც პირველ მარტს გამოქვეყნდება ამაზე ვებ-გვერდზე.