კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლამ გამოაცხადა მიღება 2019 წლის გაზაფხულის სემესტრის შემდეგ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე:
• საჯარო პოლიტიკის მაგისტრი – Master of Public Policy (MPP)
• განვითარების პოლიტიკის მაგისტრი – Master of Development Policy (MDP)
• საჯარო მართვის მაგისტრი – Master of Public Management (MPM)
• დოქტორი საჯარო პოლიტიკაში – Ph.D. in Public Policy (PP)
• დოქტორი განვითარების პოლიტიკაში – Ph.D. in Development Policy (DP)
პროგრამის ფარგლებში, სკოლა სტუდენტებს სთავაზობს სწავლისა და ავიაბილეთების საფასურის სრულ ანაზღაურებას, ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას.
განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით. განაცხადები მიიღება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს ან კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლის ვებგვერდის მეშვეობით: https://apply.kdischool.ac.kr/
მატერიალური სახით განაცხადი ფოსტის საშუალებით უნდა გაიგზავნოს კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლაში შემდეგ მისამართზე:
The Office of Admissions
KDI School of Public Policy and Management
263 Namsejong-ro, Sejong, 30149
Republic of Korea
დამატებითი ინფორმაცია პროგრამებსა და სააპლიკაციო განაცხადთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.kdischool.ac.kr/#/www
განაცხადების მიღება იწყება 2018 წლის 21 აგვისტოს და სრულდება 2018 წლის 24 ოქტომბერს.