ა) კონკრეტული საბჭოს დასახელება - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო;
ბ) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა - 16 + 16 მოწვეული წევრი (სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების თანახმად)
აქედან: საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი) – 12;
დამსაქმებელთა, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 3;
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - 1;
საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალის კვოტით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.
სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს წევრების უმრავლესობას უნდა ჰქონდეს სამედიცინო განათლება და სამედიცინო საზოგადოებაში უნდა სარგებლობდნენ მაღალი რეპუტაციით. დადგენილი მოთხოვნების თანახმად საბჭოს მოწვეული წევრების დაახლოებით:
- ერთი მესამედი წარმოდგენილი უნდა იქნეს სამედიცინო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული დატვირთვის მქონე აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალით, რომელთა დასახელებაც შესაძლებელია მოხდეს მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან;
- ერთი მესამედი წარმოდგენილი უნდა იქნეს პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოქმედი ექიმებით, რომლებიც დასაქმებულები შეიძლება იყვნენ საავადმყოფოებში, რომელთა დასახელებაც შესაძლებელია მოხდეს პროფესიული ასოციაციიდან ან/და სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებიდან (საავადმყოფო);
- ერთი მესამედი წარმოდგენილი უნდა იქნეს ძირითადი დაინტერესებული მხარეებიდან, მაგალითად იმ სამთავრობო მარეგულირებელი დაწესებულებებიდან, რომლებიც სახელმწიფოში არეგულირებენ სამედიცინო განათლების, ჯანდაცვის საკითხებს.
- ერთი სტუდენტი მედიცინის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან.
საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, გარდა მოწვეული წევრებისა.
გ) საბჭოს წევრის ფუნქციები, საქმიანობის წესი და პრინციპები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით“;
დ) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით;
ე) საბჭოს წევრობის კანდიდატი შესაძლებელია წარადგინოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ, დამსაქმებელმა, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციამ ან თვითონ კანდიდატმა;
ვ) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს კანდიდატურის:
ზ) შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.
განაცხადის მიღება შესაძლებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში