08.02.2019
განათლების რეფორმის ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ გამართა შეხვედრა სდასუ-ს და სტუ-ს პროფესურასთან. შეხვედრა გახსნა როგორც სდასუ-ს, ასევე სტუ-ს რექტორმა. ზვიად გაბისონიამ სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო განათლების რეფორმის ფარგლებში ,,მეცნიერების“, მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები. წარმოადგინა ის ახალი პროექტები და ინიციატივები.რომლის განხორციელება იგეგმება 2019 წლისთვის. შეხვედრას ჰქონდა - კითხვა პასუხის რეჟიმი. აღნიშნული პრეზენტაციით რუსთაველის ფონდმა დაიწყო თავისი შეხვედრები სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში.