უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის გამოცდის ჩაბარების შესახებ ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ეს გამონაკლისია და ამ გამონაკლისის მთავარი საფუძველი თანაბარი პირობებისა და ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა და უზრუნველყოფა გახდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულება გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც სწავლის უფლება უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართვლეოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით სწავლის გაგრძელებას საქართველოში სტუდენტები მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეძლებენ.
შეგახსნებთ, რომ აქამდე სტუდენტების ნაწილი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ირიცხებოდნენ საზღვარგარეთის სასწავლებლებში და საქართველოში ყოვლგვარი დამატებითი პროცედურების გარეშე აგრძელებდნენ სწავლას. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს სტუდენტის მხრიდან საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მზაობისათვის მინიმალური კომპეტენციის დადასტურებას.
გამოცდა ჩატარდება 11 თებერვალს და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა (სურვილის შემთხვევაში) აქვს ყველა დარეგისტრირებულ აპლიკანტს.