საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, აცხადებს მოსწავლეთა ესსების კონკურსს, რომელიც ეძღვნება დამფუძნებელი კრების 1919 წლის 12 მარტის პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს.
კონკურსის მიზანია, მოსწავლეებმა ჭეშმარიტი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შესწავლის საფუძველზე წარმოადგინონ დამფუძნებელი კრების 1919 წლის 12 მარტის პირველი სხდომისადმი მიძღვნილი ესსე, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, გაიაზრონ და წარმოადგინონ თავიანთი დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობის პროცესში პარლამენტარიზმის როლის შესახებ. ასევე, მოსწავლეების დაინტერესება და ცნობადობის ამაღლება საქართველოს პირველი რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების შესახებ.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეები. ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას. ესსე უნდა დაიწეროს ქართულ ენაზე, შესაძლებელია იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე -ხელნაწერის სახით. საკონკურსო ნამუშევრის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება.
დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის სპეციალური ნომინაციებში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები.
ვადები: