ევროპის საბჭოს პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, შესაძლებლობების განვითარებას, ადვოკატირებასა და ცნობიერების ამაღლებას.
ცნობიერების ამაღლების მიმართულებით დღეს, 21 მარტს იწყება ცნობიერების კამპანია „ მე ვირჩევ თანასწორობას“. კამპანიის მიზანია ერთი მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა და მეორე მხრივ უმცირესობების ჯგუფების ინფორმირება მათი უფლებებისა და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
კამპანიის ფარგლებში იგეგმება რეგიონალური შეხვედრები, კონკურსები, მცირე გრანტები, თემატური დღეების აღნიშვნა, ალტერნატიული ნარატივების შექმნა და ბევრი სხვა. კამპანია გაგრძელდება 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით.