საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ სასწავლო სემინარში მიიღო მონაწილეობა.
ერთკვირიანი სემინარი პარიზის ეკონომიკის სკოლის (J-PAL/Europe) წარმომადგენლების მიერ იმართება და მიზნად ისახავს სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შეფასების მეთოდოლოგიურ სწავლებასა და ემპირიულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას.
სემინარის შედეგად, მონაწილეები შეისწავლიან და გაეცნობიან ემპირიული მტკიცებულებების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და გამოყენებას, რაც მნიშნველოვანია სოციალურ-ეკონომიკურ სექტორში საჯარო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის.
სემინარში მონაწილეობას საჯაროს და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.