საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან ერთად, „ილ დე ფრანსის“ რეგიონალურის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან ჟერომ შარტიესთან და საფრანგეთის დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განათლების სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ კი, ხაზი გაუსვა „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის განხორციელების შესახებ 2018 წლის 26 მაისს ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვენელობას, რაც სამომავლოდ ხელს შუწყობს ქართველი სტუდენტების მიერ ხარისხიანი ცოდნის დაუფლებასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ფრანგული ენის პოპულარიზაციის გაუმჯობესებისთვის ხელშემწყობი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას, რაც უკავშირდება ფრანგული მხარის მიერ ხელშეწყობას, როგორც უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე სტიპენდიების რაოდენობის გაზრდის, ასევე სასკოლო დონეზე საზაფხულო ბანაკებისა და საერთო საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე პროფესიული განათლების ინტერნალიზაციის საკითხს და ფრანგულ მხარესთან ამ მიმართულებით თანაშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იქნა დასახული.
ჟერომ შარტიემ ქართულ მხარეს გააცნო ილ დე ფრანსის რეგიონის შესაძლებლობები, როგორც განათლების, კვლევებისა და ინოვაციების, ასევე სახელოვნებო და სპორტის მიმართულებით და ქართულ მხარესთან სამომავლო თანშმრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილა.