ქუვეითის უნივერსიტეტის ენების ცენტრმა ქართველი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2019–2020 სასწავლო წლისთვის გამოყო არაბული ენის შესასწავლი სტიპენდიები.
აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
• რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);
• პასპორტის ასლი;
• ცნობა სასწავლებლიდან - ინგლისურ ენაზე;
• ნიშნების ფურცელი - ( GPA -ინდექსი);
• CV ინგლისურ და არაბულ ენაზე
• დამოწმებული ატესტატი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 9 აგვისტო.