2019 წლის მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად აცხადებს საბავშვო ნახატების კონკურსს თემაზე ,,ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“.
გამარჯვებული გამოვლინდება ორ ნომინაციაში:
ნომინაციებში გამარჯვებული ნახატების ავტორებს გადაეცემათ საჩუქრები;
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი;
კონკურსის ყველა მონაწილის ნამუშევარი, სამეცნიერო ფესტივალის მსვლელობის დროს, გამოიფინება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში;
გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება 2019 წლის 25 სექტემბერს ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში;
ნამუშევრების მიღება შესაძლებელია მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში, შემდეგ მისამართებზე:
სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი;მის.: ქ. თბილისი, ლ. გოთუას ქ. №14;
საკონტაქტი პირი: ნინო ასტამაძე;
ტელ.: 5 55 94 28 18;
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია;მის.: ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზირი №13;
საკონტაქტი პირი: ეკა ჩეკურიშვილი;
ტელ.: 5 99 85 22 28;
ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი;მის.: სოფელი ვეჯინი;
საკონტაქტი პირი: დესი ფურცელაძე;
ტელ.: 5 93 47 76 85;
ნახატის წარმოდგენის დროს სავალდებულოა მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, სკოლა, საკონტაქტო ტელეფონი და საკონკურსო ნომინაციის დასახელება;
გისურვებთ წარმატებებს.