მედიასაშუალებებისთვის განკუთვნილი კულტურისა და ხელოვნების საკითხებზე მომზადებული ნამუშევრებისთვის დაჯილდოვდნენ: მესამე ადგილი - “ღამე მუზეუმში“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეორე ადგილი - თამარ ტოჩილაშვილი - „ორი ახვლედიანი“ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, ხოლო პირველი ადგილი - სალომე გვიშიანი- „ბიენალე“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონკურსში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სოციალური, ჰუმანიტარული და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მიმართულებების პირველი და მეორე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები მონაწილეობდნენ.
პირობის თანახმად, სტუდენტებმა აუდიო-ვიზუალური მედიასაშუალებებისთვის განკუთვნილი კულტურისა და ხელოვნების საკითხებზე მომზადებული მცირე ზომის ნამუშევრები (რეპორტაჟი, სიუჟეტი, ნარკვევი, ესსე, ჩანახატი – ქრონომეტრაჟი 5-10 წთ) წარმოადგინეს. გამარჯვებულები პროფესიულმა ჟიურიმ გამოავლინა.
კონკურსი „კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ჩატარდა და მისი მიზანი დარგის განვითარების ხელშეწყობა, კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით პროფესიულ საქმიანობაში მომავალი ჟურნალისტების წახალისება და აუდიო-ვიზუალური მედიის კვალიფიციური კადრებით მომარაგებაა.
კონკურის გამარჯვებულებს პრიზის სახით ფულადი ჯილდო და დიპლომები გადაეცათ. სამინისტრომ კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი სამინისტროს ხელშეწყობით დაბეჭდილი გამოცემებითდააჯილდოვა.