შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა - 11
აქედან:
2. საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია პედაგოგიური ადმინისტრაციული ან პედაგოგიური პერსონალის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
3. საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია დამსაქმებელთა კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
4. საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი, მიუკერძოებლები, უნდა შეეძლოთ ნეიტრალურობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში და საკუთარი ფუნქციის შესრულება პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით.
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან იმ პრინციპით, რომ მასში შემავალ წევრთა კომპეტენცია ფარავდეს განათლების მაქსიმალურად მეტ სფეროს.
6. საბჭოს წევრის ფუნქციები, საქმიანობის წესი და პრინციპები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/1031755?publication=38 ;
7. საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, 2019 წლის 05 დეკემბრიდან 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით;
8. საბჭოს წევრობის კანდიდატი შესაძლებელია წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ, დამსაქმებელმა, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციამ ან თვითონ კანდიდატმა;
9. საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს კანდიდატურის:
10. შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.
განაცხადების ტექნიკური დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ელფოსტაზე: ekhutsishvili@mes.gov.ge